რუსთავში, გრანელის ქუჩაზე, გზის საფარის რეაბილიტაცია დაიწყო

1134

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, გრანელის ქუჩაზე, გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ქუჩაზე მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში დაზიანებული გზების, ეზოების საფარის რეაბილიტაცია და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდიმარეობს სუმგაითელ მეტალურგების, კონსტიტუციის, რუსთაველისა და ასლანიკაშვილის ქუჩებზე.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზატკეცილი +“ ახორციელებს. პროექტებისათვის თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.