საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დაასრულა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად ლანჩხუთში მცხოვრები 500-მდე ოჯახი, 24-საათიან წყალმომარაგებაზე პირველად გადავა.
„ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ცხრა ქუჩის მოსახლეობა ათეული წლებია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობდა. პროექტის ფარგლებში 1 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენი და 14 კმ გამანაწილებელი ქსელი მოეწყო. ასევე, მოხდა აბონენტების ინდივიდუალურად გამრიცხველიანება. პროექტის განხორციელებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე მოხმარდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.