გურიაში “განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, 15 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

614

გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში “განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 15 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ მოედანს, ცენტრალურ პარკს და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კულტურისა და დასვენების პარკის სრული რეაბილიტაცია, მასშტაბური პროექტი მოიცავს პარკში ველობილიკების, სკეიდმოედნის მოწყობას, საბავშვო ატრაქციონების განახლებას, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების შექმნას. მალე დასრულდება ფოსტის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ასევე, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მერიის ადმინისტრაციული შენობის ფასადის განახლება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია უტარდება მთავარი მოედანს, დუმბაძის ქუჩასა და პარკებს .