რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან დებატებისას გამოჩნდა, რომ არავითარი საფუძვლიანი არგუმენტი ვეტოს გამოყენებისთვის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
“უმრავლესობა ვსაუბრობთ, რომ ცვლილებების შედეგად მოქალაქე იქნება უფრო ახლოს მმართველობასთან, რომ საკრებულოებს ექნებათ მეტი როლი, რომ უკან ვტოვებთ ფრაგმენტაციას და იზრდება მართვის ეფექტიანობა, რომ ხარჯები იქნება მიზნობრივი და ოპტიმალური და სერვისები უფრო ხარისხიანი, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაცია გვესაუბრება პოლიტიკური განცხადებებით და არა თვითმმართველობის განვითარების კონცეფციით”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
დეპუტატის აღნიშნულ კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი