თვითმმართველობის კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა

626

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. შენიშვნებზე მსჯელობა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებული მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციამ 21 ივლისს გადაუგზავნა.

პრეზიდენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებს ვეტო 20 ივლისს დაადო.

წყარო: იმედინიუსი