თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტებზე მსჯელობენ

637

საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტებზე მსჯელობენ.

დეპუტატებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცნობს.

როგორც ჟურნალისტებს დოლიძემ განუცხადა, პრეზიდენტის მოსაზრება იმ ძირითად ფასეულობებს ეყრდნობა, რაზეც სახელმწიფო და კონსტიტუცია დგას.

“ორივე კანონთან მიმართებაში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მთავარი არსი ისაა, რომ ისინი დემოკრატიის ხარისხს აუარესებენ და თავად “ქართული ოცნების” მიღწევების უკან შემოტრიალებას ახდენენ. განსაკუთრებით, თვითმმართველობის სფეროში. ამიტომ, საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, სანამ კანონს ხმას მისცემს. პრეზიდენტის მოსაზრება იმ ძირითად ფასეულობებს ეყრდნობა, რაზეც ჩვენი სახელმწიფო და კონსტიტუცია დგას. ამას ვეტოს თავდაპირველ ნაწილში დაინახავთ. დემოკრატიაა, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია და ხელისუფლების ვალი ხალხის მსახურებაა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები აქედან ამოდის”, – აღნიშნა დოლიძემ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი