თალაკვაძე: პრეზიდენტმა იცოდა, რომ ვეტოს გადალახვა შეგვიძლია, უბრალოდ მან ყურადღება მიიზიდა

544

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მისი გუნდის წევრები თვითმმართველ ქალაქებთან და “საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ყურადღებით გაეცნობიან და რიგგარეშე სხდომაზე დაფიქსირდება მათი პასუხი ვეტოსთან დაკავშირებით.

“პრეზიდენტმა, ისევე როგორც თქვენ, მედიამ იცით, რომ ვეტოს გადალახვა საპარლამენტო უმრავლესობისთვის შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხები იქნება ისეთივე არგუმენტირებული, როგორიც პრეზიდენტს მიაჩნია თავისი სამოტივაციო ნაწილი. არ ვფიქრობ, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა ამ ვეტოს გამოყენებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, პრეზიდენტმა იცოდა, რომ ვეტოს გადალახვა ჩვენ შეგვიძლია, უბრალოდ, ვფიქრობ, მან ვეტოს გამოყენებით სცადა მეტი ყურადღება მიეზიდა საკუთარი გადაყწვეტილების გარშემო”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

წყარო: აიპრესი