ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება, მხოლოდ აკნინებს მისი მანდატის შინაარსსაც და მასაც, ვინც ასეთ ვეტოებს იყენებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და ,,საარჩევნო კოდექსზე” პრეზიდენტის ვეტოების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
,,ვეტო არ არის არც განსჯის, არც დაფიქრების, არც გამოწვევების პოლიტიკური იარაღი. ვეტო არის ის სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს იშვიათ შემთხვევაში და მაშინ, როდესაც კონსტიტუციასთან შეუსაბამო, რაიმე ისეთი გადაწყვეტილება ხდება, რომელიც მართლაც იწვევს ასეთი უკიდურესი შემაკავებელი მექანიზმის გამოყენების საჭიროებას. ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება, მხოლოდ აკნინებს მისი მანდატის შინაარსაც და მასაც, ვინც ასეთ ვეტოებს იყენებს”, – განაცხადა ბესელიამ.
წყარო: ინტერპრესნიუსი