ზაზა ბიბილაშვილი: “ოცნება” შინაარსობრივად არც კი უღრმავდება პრეზიდენტის შენიშვნებს

780

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაზა ბიბილაშვილი მიიჩნევს, რომ  “ქართული ოცნების” მხრიდან განცხადებები, რომ ვეტოს დაძლევენ ნიშნავს, იმას რომ ისინი არ უღრმავდებიან პრეზიდენტის შენიშვნებს.

“ისინი ამბობენ, რომ ვეტოს დაძლევენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი შინაარსობრივად არც კი უღრმავდებიან იმ შენიშვნებს, ისინი არც კი აცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას რომლის წინაშეც დგანან და განაგრძობენ იმ დავალების შესრულებას, რომელსაც, სამწუხაროდ, დღემდე ახორციელებენ ივანიშვილების ოჯახის წინაშე,“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

წყარო: აიპრესი