“სადენზინფექციო ხსნარი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს” – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

815

დღეს, 25 მარტს, მარნეულში ქუჩებს დეზინფექცია უტარდება. სპეციალური ტექნიკა სადენზინფექციო ხსნარს ქუჩებში ასხავს.

დეზინფექციის მომენტში ქუჩაში ხალხი დადის და მანქანა მათ არ ერიდება.  ამ დროისთვის ქალაქში მოსახლეობაც შეინიშნება და ძირითადად ბანკებთან დგანან. როგორც რადიო „მარნეულს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოში უთხრეს, სადენზინფექციო ხსნარი, მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

დეზინფექცია ჩატარდება სოფლებშიც. დაახლოებიით 16:00 საათზე, სპეციალურმა მანქანამ სოფელი საიმერლო შემოიარა.

მარნეულშ კარანტიბის მესამე დღეა. მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.