ქუთაისის მერია: ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

409

ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ქუთაისის მერიის ცნობით, ამ დროისთვის სამუშაოები გრიშაშვილის ქუჩაზეც მიმდინარეობს.

გრიშაშვილის ქუჩა ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა და აქ საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი ხანია არ ჩატარებულა. მათივე ცნობით, გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. გრიშაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა მოინახულა.

„გრიშაშვილის ქუჩაზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა ტროტუარი, გრანიტის ფილებით გაკეთდება ბორდიურები და სანიაღვრე არხები, გათვალისწინებულია გაზონებისა და მწვანე კუნძულების მოწყობაც, შესაბამისი განათებით“, – აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

„გრიშაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 924 000 ლარის ღირებულებისაა. სამუშაოებს შპს „ნიუპოვერი“ასრულებს, პროექტი ივნისის შუა რიცხვებისთვის დასრულდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.