აფხაზეთის დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა

639

შემდეგი სტატია

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა ხმების 56,5%-ით. ამის შესახებ ოქმების 100%-ის შედეგებზე დაყრდნობით, სააგენტო “ტასს” აცნობა დეფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა.

დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, ადგურ არძინბამ ხმების 35,42% მიიღო, ყოფილმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლეონიდ ძაპშბამ 2,22%.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, 22 მარტს ჩატარებულ განმეორებით „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ამომრჩეველთა აქტივობამ 71% შეადგინა.

საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებენ.