მიკროავტობუსების შეზღუდვით გამოწვეული პრობლემება აჭარაში

754

მიკროავტობუსების აკრძალვის შემდეგ პრობლემები შეიქმნა აჭარის მუნიციპალიტეტებში, სადაც მუნიციპალური ავტობუსები ან საერთოდ არ არის ან ძალიან მცირეა მათი რაოდენობა. ამ თემაზე სიუჟეტი აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ მოსახლეობის ნაწილს  ცენტრალურ გზებამდე მისვლა ფეხით უწევს, რათა ავტობუსებით ისარგებლონ, რომლებშიც ძირითადად მგზავრთა სიჭარბე შეიმჩნევა და ავტობუსებში რისკები წარმოიქმნება.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებთ, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა როგორც რეგიონებში, ისე ქალაქებს შორის.

მთავრობის ამ გადაწყვეტილების შემდეგ აჭარაში სამარშრუტო ტაქსების აკრძალვაზე მუნიციპალიტეტებმა “ფეისბუქ” გვერდებზე განმარტებებიც გააკეთეს.