ირაკლი შენგელია: უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე

3120

წინა სტატია

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია სამსახურეორივი ავტომობილით სარგებლობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.

ირაკლი შენგელიას განცხადებით, ასევე აუქმებს ბრძანებას საწვავის ლიმიტის დადგენაზე. მის ამ გადაწყვეტილებას ის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით ხსნის და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოთავისუფლებული თითოული ლარი, მოხმარდეს სოციალურ პროგრამებს და მიიმართოს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად.

“იმისათვის, რომ ვირუსით გამოწვეული ზიანი და დანაკარგები იყოს მინიმალური, ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების, კერძო და არასამთავრობო სექტორების და საზოგადოების ერთიანობა! ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირების მიზნით, ვაუქმებ ბრძანებას, საკრებულოს თავმჯდომარის საწვავის ლიმიტის დადგენის შესახებ, ასევე უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე. მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოთავისუფლებული თითოული ლარი, მოხმარდეს სოციალურ პროგრამებს და მიიმართოს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად,” – წერია განცხადებაში.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯომარის მოვალეობას თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია 2019 წლის 10 დეკემბრიდან ასრულებს.  საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა დატოვა.