ქუთაისის საკრებულოს თავმჯომარის მოვალეობას თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია შეასრულებს. თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დეპუტატებმა ბიუროზე დაასახელეს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
შენგელია მოვალეობას იმ დრომდე შეასრულებს, ვიდრე საკრებულო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელება ყველა დეპუტატს შეუძლია, შერჩევა ფარული კენჭისყრით მოხდება.
დეპუტატებმა ახალი თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით უნდა დაამტკიცონ.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა დატოვა.