ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა

574

დღეიდან, 18 მარტიდან საქალაქო ავტობუსები ახალციხეში აღარ იმოძრავებენ. სატრანსპორტო კომპანია “ჯეოტივის” ხელმძღვანელის, ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, ახალციხის მერიამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დროებით დაფინანსება შეუწყვიტა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

„დღეიდან გაჩერდა საქალაქო, გამგეობამ თანადაფინანსების თანხა მოხსნა და მე მოქალაქეებს 20 თეთრად ვეღარ ვატარებდი. ფასის აწევა მომიწევდა და ეს რომ გავაკეთო აურზაური მოჰყვება ხალხში. ზარალზე კიდევ ვერ წავიდოდი“,- ამბობს მამუკაშვილი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ დღეიდან, 18 მარტიდან მიკროავტობუსების გადაადგილება აკრძალა.

თუ რა ელის რეგიონში მომუშავე სამარშუტო ტაქსებს, ამაზე და სხვა საკითხებზე ამ წუთებში მხარის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილი მუნიციპალიტეტების მერებსა და სამსახურის უფროსებს ხვდება.