ხოჯევანიშვილი: აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გადაადგილება, თუმცა შეზღუდვებით

1092

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იზღუდება როგორც რეგიონებში, ისე ქალაქებს შორის, – ამის შესახებ droa.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ პროცესში სახელმწიფო რწმუნებულები შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმოქმედებენ. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ამ თვალსაზრისით სტანდარტები შიდა ქართლის რეგიონშიც მაქსიმალურად გამკაცრდება.

„ჩვენ ადგილზე გვექნება კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სამსახურებთან და ადეკვატურ ღონისძიებებსა და გადაწყვეტილებებს მივიღებთ. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მოსახლეს საშუალება ექნება გადაადგილეს, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. კონკრეტულად რა შეზღუდვები დაწესდება, ამას ადგილზე, საჭიროებების მიხედვით შევაფასებთ და და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.