რუსთავის ბაგა-ბაღებში არდადეგების პერიოდში გამოუყენებელი საკვები პროდუქტი ქალაქში არსებულ უფასო სასადილოებს გადაეცა

680

რუსთავის ბაგა-ბაღებში არდადეგების პერიოდში გამოუყენებელი საკვები პროდუქტი, ქალაქში არსებულ უფასო სასადილოებს გადაეცა.

როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, პროდუქტი, რომელიც მალფუჭებადია და მარტის თვეში უნდა გამოყენებულიყო, უფასო სასადილოებზე უკვე გადანაწილდა, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტის გადანაწილების პროცესი კი ხვალ დასრულდება.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავის სკოლამდელი დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. 21-ივე ბაგა-ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ტარდება.