მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სუბსიდია 30 050 ლარით გაიზარდა

731

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სუბსიდია გაიზარდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა გააკეთა განცხადება, რომ მერია მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სუბსიდიას ზრდის. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. 

„კორონასუბვირუსის გამო ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სუბსიდია უნდა გაიზარდოს 30 050 ლარით,“ – განაცხადა ვუგარ მამედოვმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ სუბსიდიის გაზრდასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნულ თანხას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სპეციალურ სამოსსა და სადეზინფექციო საშუალებების შესაძენად დახარჯავს.

შეგახსენებთ, რომ მარენულის მასშტაბით სულ 12 თვითიზოლაციაში მყოფი პირი იმყოფება.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების სულ 25 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.