შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოძრაობა დროებით ამ დრომდე შეზღუდულია. ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, მიზეზი გუშინ, 10 მარტს ზედაეწერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ხეების გადაბელვის სამუშაოებია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
მერიაში ჯერ არ იციან, როდემდე შენარჩუნდება შეზღუდა. სავარაუდოდ ეს შეზღუდვა საღამომდე იმოქმედებს.
“მოქალაქეებს ალტერნატიული გზით შეეძლებათ სარგებლობა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ხანძრის შედეგად ზედაეწერში თხილის პლანტაცია და წიწვოვანი ხეები დაიწვა. გადაბელვის სამუშაოების გამო გზაზე წუხელ შეიზღუდა.
ზუგდიდის გარდა, ცეცხლის კერები იყო წალენჯიხის, ჩხოროწყუს და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყველა ამ კერაზე ხანძარი ჩამქრალია.