ერთ წელში მარნეულის მერიის სატელევიზიო მომსახურების თანხა 39 640 ლარით გაიზარდა

533

მარნეულის მერიამ სატელევიზიო მომსახურების თანხა წინა წელთან შედარებით 39 640 ლარით გაზარდა და 125 640 ლარს შეადგენს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

მერიის გამოცხადებული ტენდერიდან ირკვევა, რომ მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა მედიასშუალებამ „მარნეული ტვ“მიიღო. ამ ეტაპზე კი მისი შერჩვა/შეფასება მიმდინარეობს.

ბოლო რამდენიმე წელია მსგავს ტენდერში “მარნეული ტვ” უკონკურენტოდ იმარჯვებდა, თუმცა 2019 წელს სატელევიზიო მოსახურების შესყიდვაში კონკურენტად ქვემო ქართილის ტელევიზია გამოჩნდა, რომელსაც მერიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

2019 წლის სატელევიზიო მომსახურებასთან შედარებით, 2020 წლის ტენდერი გარკვეულწილად განსხვავებულია. მაგალითად, წელს გამარჯვებულ პრეტენდენტს დოკუმენტური ფილმების მომზადებაც მოუწევს.

ტენდერის მიხედვით გამარჯვებული ვალდებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი აუდიო ვიზუალური განცხადებების განთავსება ეთერში ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე.

პირდაპირი ეთერით, მერის ან მისი მოადგილეების, ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილეების ანგარიშების (მერიიდან ან/და ტელევიზიიდან), გასვლითი აქტივობების, საახალწლო და რელიგიური დღესასწაულების, ასევე სპორტული და კულტურული ღონისძიებების, თეატრალური წარმოდგენების, კონცერტების და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების, ტრანსლირების უზრუნველყოფა.

ამას გარდა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

ხელშეკრულების ფარგლებში, მომზადებული მასალების განთავსება ტელევიზიის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში (facebook).

ტელეკომპანიის ეთერში გასული გადაცემების ნახვა შესაძლებელი უნდა იყოს ინტერნეტ პორტალ www.myvideo.ge-ს საშუალებით;

ტელეკომპანიას უნდა ჰქონდეს საკუთარი www.youtube.com-გვერდი, სადაც ხელშეკრულების ფარგლებში ტელეკომპანიის ეთერში გასული მასალების ატვირთვა უნდა მოხდეს ოპერატიულად;.

კვალიფიციური პერსონალით უზრუნველყოფა;

არასამუშაო დღეებში, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების გადაღება- გაშუქება.

ვიდეო ჩანაწერების/მომზადებული მასალების დაარქივება 1 (ერთი) წლის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს არქივის მიწოდება შემსყიდველისთვის დისკის ან და მყარი მეხსიერების საშუალებით და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერია ბოლო წლების განმავლობაში სატელევიზიო მომსახუეობის თანხას მნიშვნელოვნად ზრდის. მაგალითად, 2018 წელს იგივე მიზნებისთვის 72 000 ლარიანი ტენდერი, 2019 წელს 86 000 ლარიანი, ხოლო 2020 წელს 125 640 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა , ანუ სამი წლის განმავლობაში – 283 640 ლარი.