მოდინახეს ციხის არქიტექტურული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

1014

მოდინახეს ციხის არქიტექტურული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრულმასშტაბიანი რესტავრაციის საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც ადგილობრივი გამგეობის დაფინანსებით სააგენტოს საპროექტო სამსახურის არქიტექტორებმა მოამზადეს, ფიზიკური სამუშაოები შპს „კირთხურომ“ შეასრულა. სარეაბილიტაციო პროცესი ფონდი „ქართუს“ მიერ დაფინანსდა.

შესრულებული სამუშაოების შედეგად ორივე კოშკზე შემავსებლისგან გამოფიტული საპირე წყობები ავთენტური ქვის მასალით აღდგა. კირდუღაბით მოეწყო საპირეებს შორის ბუტის წყობა. ნაწილობრივ აღდგა კოშკებს შორის ციხის კედელი.

მოდინახე ციხის რეაბილიტაცია 2018 წლის გაზაფხულიდან დაიწყო და მისი აღდგენა 2019 წელს დასრულდა.

მოდინახეს ციხე წარმოადგენს გვიანდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს. ის მდებარეობს იმერეთის მხარეში, ზღვის დონიდან 700 მეტრზე. აშენებულია მე-18 საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ. ციხე იყო ფალავანდიშვილებისა და შემდეგ საჩხერელი წერეთლების რეზიდენცია.