მარნეულის მერი, კორონავირუსის გამო, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნის გადადებას არ გამორიცხავს

494

კორონავისრუსის გამო, შესაძლოა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდოს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო მარნეულს მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა მიაწოდა.

„ჩვენ ყოველიშემთხვევეისთვის გვაქვს მაინც გამოცხადებული ტენდერი იქიდან გამომდინარე, რომ ნოვრუზ ბაირამი ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია მარნეულელებისთვის. თუ იქამდე (21 მარტამდე) ქვეყანაში სიტუაცია არ გართულდა და პრობლემური ვითარება არ შეიქმნა, ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ მზად ღონისძიების ჩასატარებლად. თუ იგივე სიტუაცია დარჩა და 21-მდე გადაიდო ყველაფერი, თავისთავად ჩვენც გადავდებთ ამ ღონისძიებას,“ – თქვა ზაურ დარგალმა.

მარნეულში ნოვრუზ ბაირამის საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებით თვითმმართველობამ 18 975 ლარიანი ტენდერი 2 მარტს გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტმა 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე გააუქმა.

სწავლა გადაიდო საჯარო სკოლებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში. მუნიციპალიტეტის მასშტაბის სადენზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო ტრანსპორტსა და სავაადმყოფოებში.