საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შატილში სკოლა-პანსიონის აღდგენის სამუშაოები იწყება. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, სკოლა- პანსიონის აღსადგენად მთის ფონდიდან 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა.
„მოგეხსენებათ, შარშან, ოქტომბერში შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა. ჩვენ მაშინ გავეცით დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ აღვადგენთ ამ სკოლა-პანსიონს. კლიმატური პირობები გვაძლევს საშუალებას, დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოაქვს დღეს საკითხი, მთის ფონდიდან გამოიყოფა მილიონ ნახევარი ლარი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, ერთი სეზონის ფარგლებში შატილში ბავშვებს სკოლა-პანსიონი აღვუდგინოთ. ეს დაპირება, რა თქმა უნდა, შესრულდება“, – განაცხადა გახარიამ.