გურჯაანში შინმოუსვლელთა მემორიალის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

632

გურჯაანის ცენტრში შინმოუსვლელთა მემორიალის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

განახლდა მარმარილოს დაფაზე ამოტვიფრული წარწერები, სადაც აფხაზეთის, სამაჩაბლოს და აგვისტოს ომებში დაღუპული გმირების სახელები და გვარებია მითითებული.

სკვერში დაიდგმება ახალი სკამებიც. რესტავრაცია ადგილობრივი მოქანდაკის, ზურა ჯოხახის ინიციატივით განხორციელდა. სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. მერიის ინფორმაციით, 9 მაისამდე ასევა მოხდება უცნობი ჯარისკაცის საფლავის რეაბილიტაციაც.