დევნილებისთვის შიდა ქართლში 22 სახლი აშენდება

1246

წინა სტატია

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება. აქედან 22 შიდა ქართლის რეგიონშია გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაკა წერს. 

პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღება 2 მარტიდან დაიწყო და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, შერჩეულ ოჯახებს, მშენებლობის დასრულების შემდეგ, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.

პროექტში მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შეუძლიათ: (გორი – სამების ქ.N1)

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

პროექტში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

1. დევნილი ოჯახის ერთ-ერთი წევრის/წევრების საკუთრებაში/თანასაკუთრებაშია რეგისტრირებული, უფლებრივად უნაკლო (ყადაღა, იპოთეკა, აკრძალვა/შეზღუდვის გარეშე) მიწის ნაკვეთი 2020 წლის 1 თებერვლამდე, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან;

2. მიწის ნაკვეთი არ უნდა იყოს გეოგრაფიულად მიუვალ ადგილას2 და აკმაყოფილებდებს კანონით დადგენილ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესსა და სანებართვო პირობებს.

3. მიწის ნაკვეთზე არ უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან მშენებარე) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული);

4. არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან
გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი
დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.