რუსთავის ისტორიული ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაცია განახლდა

696

რუსთავის ისტორიული ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროცესი განახლდა. ამის შესახებ tv4-ს რუსთავის მუზეუმის დირექტორმა ნაზი პაჭიკაშვილმა განუცხადა.

მისივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ციხის ჩრდილოეთ მონაკვეთის რეაბილიტაცია ჩატარდება.

პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერაა შემუშავებული და მისი ღირებულება 24 000 ლარია.

ციხის გამაგრება-კონსერვაციის სამუშაოებს შპს „ბანა“ ასრულებს.

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებას, ამისთვის ფონდმა “ქართუმ” 100 000 ლარი გამოყო. ჯამში საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის 124 000 ლარამდეა გათვალისწინებული. ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.