ქალაქ ახალციხეში პაატა ნათენაძის და შალვა ახალციხელის ქუჩების საფეხმავლო ბილიკებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
როგორც ახალციხის მერიაში ამბობენ, ამ ეტაპზე, სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.
“პროექტის ფარგლებში საფეხმავლო ბილიკები ახალი ფილებით მოპირკეთდება, საავტომობილო გზაზე კი ასფალტის საფარი მოეწყობა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება”, – განმარტავენ მერიაში.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2979547722096718&id=781353455249500&__xts__[0]=68.ARDljW54leGZXF37hKMXNhHQrwoU8dZ_exlK2kPkfCCbWmZeL_2IgzEuw2l1xE5Mi9cm_P7J81ll3chHKjNnZgMDjEhvC16RqOdkqACmCFfuP24Pxnp-E9iweQaWMVf3X1CqTd09QdQ_EwaD8hLYQmGbFVrBfOsRYCq4ZYOMzTaNrQJtGSimZ2i1YNapDBfVmfNY8CF8h-osetarMPsHIDBOgRy9x_lnKHbc9ifxNudbix9KcrudFv9TJEzdVU4WqJmPuPbq1N-9DkEaMAy2E6NjgCBOGcZ90rPoL1UmVlVg4QfN56xuFDmsTtqUtt81Ppx8SY0YoMm_oc6uiyK5pjItJDAurft5VnuLI5Lqdch0GGpVsX_qCu7ETZbKVlsy4bFLF5ixNoMhWClIuVAUbIHOMyCaf77pvkGto0oJm3qu5bQnSW_I78A-ovWiTgUghtIiwyKSNp6fJgpgzzhm&__tn__=-R