დაბა ასპინძაში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ახალი დასახლებისა და სანაპიროს ქუჩებზე დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “საგზაო სამშენებლო საამმართველო N2”. შიდა გზებს, რეაბილიტაცია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ჩაუტარდა.