ხარაგაულში ორი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სოფელ ფარცხნალის და საქარიქედის გაზიფიცირების მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო წინადადებების მიღება 5 მარტს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 048 000 ლარია.
გასული წლის მიწურულს გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა სოფელ ლაშესა და კიცხში, სადაც ბუნებრივი აირის დაერთების სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს “სოკარ ჯორჯია გაზის” კომპანია.