NDI–ის დელეგაცია არჩევნებისთვის მზადების პროცესს შეაფასებს

1280

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია, ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს შეაფასებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიდან” აცნობეს, ანგარიშის პრეზენტაცია პარასკევს, 14:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში” გაიმართება. ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.

სადამკვირვებლო დელეგაციას “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

“NDI არის არამომგებიანი, მიუკერძოებელი ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობის ხელშეწყობით მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისა და განმტკიცებისათვის მსოფლიოში. დამატებითი ინფორმაცია NDI–ისა და მისი პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.ndi.org”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი