გურჯაანის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა

635

20 თებერვალს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს. ინფორმაციას სპექტრი ავრცლებს.

საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ნატო გონგაძის განმარტებით, 57 ათასი ლარი ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გადანაწილდა.

„2019 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი გამოუყენებელი ნაშთი, 57 ათასი ლარი, გადანაწილდა სხვადასხვა ორგანიზაციულ კოდებზე. ეს არის: ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია, გზები, სკვერები და სპორტული მოედნები, რადარები და საგზაო ნიშნები, ასევე, წყლები და სანიაღვრე არხები. სამუსიკო სკოლების გაერთიანებას გამოეყო მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრი და სამხატვრო სკოლა და მოხდა მათი სუბსიდიის დამტკიცება”, – განაცხადა გონგაძემ.

საკითხს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.