ბრიტანულმა გამოცემამ, The Sun Dream Team-მა Facebook-ზე ყვარელში მდებარე სტადიონის ფოტო გამოაქვეყნა. საფეხბურთო მოედანმა ბრიტანელთა ყურადღება იმით მიიპყრო, რომ უძველესი გალავნის შიგნით მდებარეობს.
„საქართველოს მე-5 ლიგაში მოასპარეზე ყვარლის „დურუჯის“ სტადიონი უძველესი ციხესიმაგრის კედლებს შიგნით მდებარეობს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აქ თამაშობთ!“ – წერს ბრიტანული გამოცემა.
https://www.facebook.com/dreamteamfc/photos/a.233020900050175/3077961638889406/?type=3&theater
ყვარლის ციხესიმაგრე XVI-XVIII საუკუნეებში აშენდა. ციხის რესტავრაცია 1985–1987 წლებში ჩატარდა. 2018 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.