ბოლნისის მუნიციპალიტეტი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, საბუთების მიღებას იწყებს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დოკუმენტაციის წარდგენა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებაში უნდა მოხდეს. ამასთან,ფულადი დახმარების პროგრამაში, კატეგორიების მიხედვით, სტუდენტი დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდგომ ჩაერთვება. კატეგორიების შესახებ ინფორმაცია ,რომელზეც მუნიციპალიტეტი სტუდენტურ დახმარებას გასცემს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეა შესაძლებელი.
ამასთან, მუნიციპალიტეტის ცნობით, სასწავლებლიდან ცნობა სწავლის დაწყების შემდგომ უნდა იყოს გაცემული, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება