აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატები დაარეგისტრირა. ორივე პოზიციაზე სამ-სამი კანდიდატია წარდგენილი. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, კანდიდატ ადგურ არძინბას გამარჯვების შემთხვევაში ე.წ. ვიცეპრეზიდენტი გახდება არდა აშუბა, იმ შემთხვევაში თუ ასლან ბჟანია მოიპოვებს გამარჯვებს, ბადრა გუნბა. ლეონიდ ძაპშბას გამარჯვების შემთხვევაში კი, ვიქტორ ხაშბა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით 22 მარტს ჩატარდება. რაულ ხაჯიმბამ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ხაჯიმბა „პრეზიდენტის“ თანამდებობიდან საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა. ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს.