აუდიტი სიღნაღისა და წნორის უფასო სასადილოებში დარღვევებზე მიანიშნებს

1077

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ქ. სიღნაღის და ქ. წნორის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 184 მოქალაქისათვის საკვების მომზადების და მიწოდების მომსახურებაზე, 2017 წელს ხელშეკრულება გაფორმებულია ი/მ „ირმა ნასყიდაშვილთან“, ღირებულებით – 99.1 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს ი/მ „ბესიკ დოხნაძესთან“,57 ღირებულებით – 116.6 ათასი ლარი.

როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 2017-2018 წლებში მერიის სოციალური სამსახურის ინსპექტირების ჯგუფი, საკვები პროდუქტების ხარისხისა და სასადილოს სანიტარული მდგომარეობის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის მიზნით, ახორციელებდა პერიოდულ შემოწმებას.

“ინსპექტირების ჯგუფი ადგენდა შემოწმების აქტებს, რომლის შესწავლით გაირკვა, რომ 2018 წელს ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან დარღვევებს. კერძოდ, კერძები არ იყო სათანადოდ მომზადებული, ამასთანავე, ნორმით დადგენილთან შედარებით იყო მცირე ულუფები და სხვ. ასევე, რიგ შემთხვევაში მერიაში შემოსულია ბენეფიციარების ერთობლივი განცხადებები, საკვების
უხარისხობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მერიის მიერ არ არის გამოყენებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მექანიზმები. შედეგად, 2018 წელს მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა – 116.6 ათასი ლარი. 2019 წლიდან უფასო სასადილოს მომსახურებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო“, – წერია აუდიტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდტის დასკვნის მიხედვით, 2018 წელს ქ. სიღნაღის და ქ. წნორის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 184 მოქალაქისათვის საკვების მომზადების და მიწოდების მომსახურებას მიმწოდებელი ახორციელებდა არაჯეროვნად. მიუხედავად ამისა, მერიას შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია. შედეგად, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ ვერ მიიღო ხელშეკრულებით განსაზღვრული, ხარისხიანი მომსახურება.