12 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული სამი შტატის შემცირებაზე მიიღეს გადაწყვეტილება.
როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ განაცხადა, ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა იმიტომ შემცირდა, რომ ისინი აპარატში ოფიციალურად გათვალისწინებულ შტატებში გადავიდნენ.
საკრებულოს აპარატის უფროსმა განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობის შემცირება აუდიტის სამსახურის დასკვნას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, მარენულის საკრებულოში დაშვებულზე მეტი რაოდენობის შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელია.
ამ ეტაპზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში 14 შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი და 29 პროფესიული საჯარო მოხელე მუშაობს.