აუდიტი: სიღნაღის მუნიციპალიტეტში თანხების აუთვისებლობა, ძირითადად, დაუსრულებელი პროექტებითაა გამოწვეული

620

შემდეგი სტატია

სიღნაღის მუნიციპალიტეტში თანხების აუთვისებლობა, ძირითადად, დაუსრულებელი პროექტებითაა გამოწვეული, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით, 2017-2018 წლების შემოსულობებმა 19,964.3 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა 19,809.0 ათასი ლარი შეადგინა. ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში №1.

“2017-2018 წლებში შესრულების დაბალი მაჩვენებლები, შესაბამისად, 89% და 77%, ძირითადად განპირობებულია „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის ნაწილობრივ შესრულებით: 2017 წელს − 78%-ით, ხოლო 2018 წელს − 57%-ით. აღნიშნული მუხლი მოიცავს ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას და მათ მოვლა-შენახვას. თანხების აუთვისებლობა, ძირითადად, გამოწვეულია დაუსრულებელი პროექტებით”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

ინფორმაცია წარმოდგენილია ცხრილში №2.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ, სიღნაღის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის სათანადო დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც, ინფრასტრუქტურული პროექტების სახით განსაზღვრული პროდუქტი მოსახლეობას დადგენილ დროში ვერ მიეწოდა.

“აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირების მიერ მიღებულ არაეფექტიან გადაწყვეტილებებზე”, – წერია ანგარიშში.