დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა

479

დიდთოვლობამ მაღამთიან აჭარაში პრობლემები შექმნა. დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში – ხულოში, შუახევსა და ქედაში.

ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. მოძრაობა გართულებულია ბათუმი-ხულოს ცენტრალურ მაგისტრალზეც, სადაც გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის შესაძლებელი.

ხულოს ცენტრში თოვლის საფარი ერთ მეტრს, სოფლებში კი მეტრნახევარს აღწევს. ანალოგიური მდგომარეობაა შუახევშიც.

ამასთან, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ხულოსა და შუახევის სოფლების უმეტეს ნაწილს შუქი არ მიეწოდება. ქედაში დენი არ აქვთ პირველი მაისის, მერისის, დანდალოს, დოლოგნისა და ოქტომბრის თემის სოფლების მცხოვრებლებს. ნაწილობრივ კი ზვარესა და მახუნცეთის აბონენტებს აქვთ გათუშული. “ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით აღდგენითი სამუშაოები დილიდან აქტიურად დაიწყო.

სამივე მუნიციპალიტეტის მერიებში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვა მაღალმთიან სოფლებში დღესაც გაგრძელდება.