ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს. ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია მაღალი ზონის რამდენიმე სოფელში. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
თოვლისა და ყინვის გამო ქაქუთის, ზენითის, ჩაქვისთავის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გზებზე მოძრაობა შეფერხებულია.
როგორც აჭარის საავტომობილო გზების, ქობულეთის განყოფილების უფროსი ერეკლე კახიძე ამბობს, თითქმის ყველა მიმართულებით შეინიშნება პრობლემები. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში ტექნიკა იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით : ზენითი, ლეღვა, ქაქუთი, კვირიკე, სოფ. ქობულეთი, ხალა, დაგვა-ქვედა აჭყვას დამაკავშირებელი გზა, შუაღელე, აჭყვისთავი.