კურორტ გოდერძიზე, მოვაჭრეებს ჯიხურები დაუნგრიეს – ადგილობრივები ხულოს ახალ მერს ადებენ ხელს

417

მაღალმთიან კურორტ გოდერძიზე, მოვაჭრეებს ჯიხურები დღეს დილით დამტვრეული დახვდათ. ადგილობრივების განმარტებით, დილის 5 საათზე, მაშინ როცა ადგილზე არავინ იმყოფებოდა  სამართალდამცავები ჯიხურები დაანგრიეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ვანდალურ ფაქტში ხულოს ახალარჩეული მერი, ვახტანგ ბერიძე მონაწილეობდა.

ხულოს მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ზამთრის სეზონზე მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ვაჭრობა იყო, ხელისუფლებამ კი ესეც გაუნადგურა.