ქედ-ქედის სკოლის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

540

ქედის სოფელ ქედ-ქედის საჯარო  სკოლის ახალი შენობის მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ  ახალი ტენდერი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მშენებელმა კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა და ვალდებულებების დარღვევის გამო მასთან ხელშეკრულება შეწყდა.

სკოლა 180 მოსწავლეზეა გათვლილი, შენობა უკვე აშენებულია,  ახალი ტენდერის შედეგად გამოვლენილმა კომპანიმ კი ფასადის, ინტერიერისა და ტერიტორიის სრული  კეთილმოწყობის  სამუშაოები  4 თვის ვადებში უნდა დაასრულოს.