გლდანში, ბაღაშვილისა და გურიის ქუჩებზე წყალმომარაგების ახალი სისტემა ეწყობა

467

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა“ გლდანის რაიონში, ბაღაშვილისა და გურიის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანიამ 3 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა.

კომპანიის ცნობით, ბაღაშვილისა და გურიის ქუჩების მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალ ქსელზე ასევე სატუმბო სადგური მოეწყობა.

„სატუმბო სადგურის მშენებლობა ჯივიპიმ 10 თებერვალ დაიწყო და აპრილის დასაწყისში დაასრულებს. პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.