თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის ხელფასი 2019 წელს 60 ათას ლარზე მეტი იყო

738

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა გასულ, 2019 წელს თითქმის 11 თვეში 60 726 ლარი გამოიმუშავა. მისი საშუალო ხელფასი თვეში 5,5 ათასი ლარი იყო. მონაცემები კომპანიის დირექტორმა, გიორგი შარკოვმა დეკლარაციაში მიუთითა, რომელიც 5 თებერვალს შეავსო. ამის შესახებ on.ge წერს. 

შარკოვი იმ კომპანიის დირექტორია, რომლის მიმართაც პრეტენზიები აქვთ როგორც მოქალაქეებს, ასევე აუდიტის სამსახურსაც. მოქალაქეები მომსახურების ხარისხის მიმართ არიან უკმაყოფილოები, აუდიტის სამსახური კი არაერთ დარღვევაზე მიუთითებს.

მაგალითად, აუდიტის დასკვნით ცნობილი გახდა, რომ კომპანიაში დასაქმებული ავტობუსის მძღოლების 99% ზეგანაკვეთურად მუშაობენ, მათ შორის ზოგი დღეში 17 საათსაც კი. გარდა ამის, გამოვლინდა თაღლითური სქემა, რომლითაც ბიუჯეტმა 441 ათასი ლარი იზარალა, კომპანიას კი რეაგირება არ ჰქონია.