ფოთის მერიის შენობაში მოქალაქემ ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ორი ზედაპირული ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ წუთებში მერიის შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.