ბათუმის მერიასთან მოძრაობა „გაბედესა“ და ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები აქციას მართავენ

732

სტატიის გაგრძელება

“იაზროვნე, ეცადე მაინც”, “თქვენ არ გენდობით”, – ამ ლოზუნგებით ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივა” და მოძრაობა “გაბედეს” წევრები ბათუმის მერიის შენობასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს ითხოვენ.

ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ.

დღეს ბათუმში მოძრაობა „გაბედეს“ აჭარის ორგანიზაცია ჩამოყალიბდა.

„ხმის უფლება წაგვართვეს. აქ იმიტომ იკრიბებიან, რომ თითქოს სხდომები ჩაატარონ. ყველა დეპუტატი ჩვეულებრივი დამქაშია. ვეცდებით, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ”,- განაცხადა მოძრაობა „გაბედეს“ წევრმა დიმიტრი ლიპარტელიანმა.

დღეს ბათუმის მერიის შენობაში აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომის გამართვა იგეგმება.

ბათუმის მერიასთან სამართალდამცავები იმყოფებიან.