ბაღდათში 201 ბავშვი შიმშილობის ზღვარზეა, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “მმართველობითი მონიტორინგის ცენტრის“ მედიაპროექტის ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“ფლანგვის დეტექტორი” მერიას თანხების არასწორ განკვარგვაში ადანაშაულებს და წერს, რომ ბაღდათში 21 700 მოსახლეა, საიდანაც 1 777 ადამიანი (8%) უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ბიუჯეტი კი საშუალოდ 10 მილიონი ლარია.
მათივე ცნობით, ბაღდათის ბიუჯეტიდან ორჯერ მეტი იხარჯება რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ვიდრე გაჭირვებულთა სოციალურ უზრუნველყოფაზე. 2013-2019 წლებში კი სპორტზე, რელიგიასა და კულტურაზე ბაღდათმა 7.1 მილიონი ლარი დახარჯა.
⁉️ ბაღდათში 21,700 მოსახლეა, საიდანაც 1,777 ადამიანი (8%) უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ბიუჯეტი კი საშუალოდ 10 მილიონი…
Posted by ფლანგვის დეტექტორი on სამშაბათი, 04 თებერვალი, 2020
შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველთა დაფინანსების საკითხი აქტუალური ბაღდათის მუნიციციპალიტეტში მომხდარი ტრაგედიის გამო გახდა.