რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ავარიული სახლების პრობლემის მოგვარება იგეგმება

736

“ამ სახლებში მოქალაქეთა ცხოვრება, კატეგორიულად მიუღებელია,”- ასე გამოეხმაურა რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ჭყონდიდელის დასახლებაში ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლების პრობლემას. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს. 

ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე, სამ საცხოვრებელ კორპუსში 49 ოჯახს ამ დრომდე გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება – ადგილობრივები დღემდე რეაგირების მოლოდინში არიან.  სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, კორპუსები გამაგრებით სამუშაოებს არ ექვემდებარება.

ჭყონდიდელის დასახლებასთან არსებული პრობლემა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინტერუწყებრივი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე გაჟღერდა.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, აღნიშნულ შენობებში მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსის აშენება და მათი ბინებით დაკმაყოფილება მოხდეს.

ჭყონდიდელის მცხოვრებლების პრობლემა ინტერუწყებრივი ჯგუფის შემდეგ სხდომებზეც განიხილება.