“თბილსერვის ჯგუფი” 9,2 მილიონი ევროს ღირებულების ტექნიკას შეიძენს

919

2020 წელს თბილსერვის ჯგუფი 9,2 მილიონი ევროს ღირებულების ტექნიკას შეიძენს, – ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელმა რომეო მიქაუტაძემ გადანაცხადა. როგორც მიქაუტაძე ამბობს, კომპანია შეიძენს EBRO-ის დაფინანსებით, 80 ერთეულ როგორც დიდი მოცულობის ნაგავმზიდებს, ისე მექანიკურ დამგველებს, რომელიც ქალაქს დაასუფთავებს. ინფორმაციას ბიზნეს მედია ავრცელებს.

“2020 წელსაც ერთ-ერთი პრორიტეტული მიმართულება იქნება ტექნიკის შეძენა, იმიტომ რომ ჩვენ EBRD-ის დაფინანსებით 80 ერთეული ტექნიკის შეძენას ვაპირებთ. ამ 80 ერთეულში შედის დიდი მოცულობის ნაგავმზიდები, მექანიკური დამგველები ე.წ სვიფერები, რომლებიც ქალაქს ასუფთავებენ. ასევე ქუჩების მომრეცხები, ამწე კალათები. 2020 წელს, ეს იქნება განათების კომპონენტი, დაგვა-დასუფთავების კომპონენტი, თუ სანიაღვრე, ყველა მიმართულებით ტექნიკის ჩანაცვლება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღეს ჩვენი ტექნიკიკა არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ ქალაქს უფრო მაღალტექნოლოგიური და ოპერატიული სერვისი შევთავაზოთ“, – განაცხადა “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელმა რომეო მიქაუტაძემ.