ბათუმის საკრებულოში ხმაური და ურთიერთბრალდებები იყო. სხდომაზე ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კამათის მიზეზი ბათუმის მერის უფლებამოსილება გახდა. ამის შესახებ იმედინიუსი წერს.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. მან ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა, რის შემდეგად დარბაზი პროტესტის ნიშნად “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ერთად დატოვა.
„მერმა უნდა გააკეთოს განმარტებები, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება მისი პასუხისმგებლობის და იმპიჩმენტის საკითხი. ის გადაწყვეტოლებას მთავრობის თავმჯდომარის გარეშე ვერ იღებს და ეს კარგად გამოჩნდა ერთ-ერთი არხის მიერ გაკეთებულ სიუჟეტში, სადაც საუბარია მშენებლობაზე,”- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
ქამადაძეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. სულიკო თებიძის განცხადებით, მთავრობის თავმჯდომარესთან კონსულტაციები არის სრულიად ლოგიკური.
„გავრცელებულ ჩანაწერში ბათუმის მერი მიწის ნაკვეთის მონაცვლეობაზე საუბრობდა. ამ დროს კი აუცილებელია მთავრობის თავმჯდომარესთან კონსულტაცია და საერთოდ ავტონომიურ რესპუბლიკას იმიტომ ჰყავს მთავრობა და თავმჯდომარე, რომ მოხდეს გარკვეული საკითხების შეთანხმება,”- განაცხადა სულიკო თებიძემ.
სხდომამ ხმაურის შემდეგ მუშაობა განაგრძო. დეპუტატები 14 საკითხზე მსჯელობენ. მათ შორს „იაფის სახლის“ ფარლებში კვადრატული მეტრის ფასი და კრიტერიუმები განისაზღვრა.